1745005362
დავით მათიკაშვილი: "შეგვიძლია კითხვა დავუსვათ გახარიას - რა უნდოდა აქ ლომჯარიას და რაზე თათბირობდნენ სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა მინისტრი"

მმართველ გუნდში საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოსმენასა და მის მიერ გაკეთებული განცხადებებზე შეფასებები გრძელდება. მმართველ გუნდში აინტერესებთ, რა უნდოდა მაშინდელ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევის დროს, გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტში.
"საკუთარი თვალით მყავს ეს ქალბატონი ნანახი აქ, ამ შენობაში ვიმყოფებოდი მეც, მთელი დღის და მიმდინარე მოვლენების განმავლობაში. დიახ, ბრძანდებოდა ქალბატონი ლომჯარია. შეგვიძლია კითხვა დავუსვათ გახარიას - რა უნდოდა აქ ლომჯარიას და რაზე თათბირობდნენ სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ კონტექსტში, რომ საბოლოოდ რეზინის ტყვიებით, ზოგიერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, ამაზე აქვს გახარიას პასუხი გასაცემი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.