„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
სამთავრობო პროგრამა მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების და წარმატების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, - განაცხადა მმართველი პარტიის სამთავრობო პროგრამის შეფასებისას „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„გამორჩეულად საინტერესო პროგრამა წარუდგინა საზოგადოებას ამ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“. სამთავრობო პროგრამა მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების და წარმატების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და გამთლიანებისთვის იქნება გადადგმული ყველა მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯი მთავრობის მიერ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას დღეს გამოუცხადებს.