დავით მათიკაშვილი: როდესაც ასანქცირებდნენ ქართველ მოსამართლეებს და ვერავინ ვერ ხსნიდა, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, დღეს არ მოსწონთ, როდესაც შეერთებული შტატებიდან ხდება კონკრეტული ქეისიდან გამომდინარე მოსამართლეთა დასანქცირება

დავით მათიკაშვილი

როდესაც ასანქცირებდნენ ქართველ მოსამართლეებს და ვერავინ ვერ ხსნიდა, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, დღეს არ მოსწონთ, როდესაც შეერთებული შტატებიდან ხდება კონკრეტული ქეისიდან გამომდინარე მოსამართლეთა დასანქცირება, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.

მათიკაშვილის თქმით, ეს ქეისიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო, თუ როგორ ცდილობენ „დიფ სთეითის“ გავლენით მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურები ჩამოაცილონ პოლიტიკურ ავანსცენას

„ეს ქეისიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო, თუ როგორ ცდილობენ „დიფ სთეითის“ გავლენით მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურები ჩამოაცილონ პოლიტიკურ ავანსცენას. ის წესები, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცხოვრობდა თანამედროვე მსოფლიო, პრაქტიკულად აღარ არსებობს. თვითონვე, საკუთარი ხელით დაარღვიეს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.