სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია ერთი პირი
1762522195
სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენები რეალობისგან მოკლებული ეგრეთ წოდებული ფაქტებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ჯინ შაჰინისა და მისი რამდენიმე კოლეგის წერილს მარკო რუბიოსადმი, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.
„ჩვენ აქამდეც მოგვისმენია სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურად არ შეიცავს სიმართლეს და წარმოადგენს ძალმომრეობას ჩვენს საზოგადოებაზე. ის რაც იყო რეალობა სუს-მა აღნიშნა და მას არ აქვს შემხებლობა საპენსიო თანხებთან; ეს არის ენჯეო სექტორისთვის განკუთვნილი თანხები. აქაც ჩანს, რომ სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენები რეალობისგან მოკლებული ეგრეთ წოდებული ფაქტებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი - რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ. ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.