დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ისინი დაიარებიან უცხოეთში, იქ, საიდანაც იღებენ დავალებას, სასიცოცხლო რესურსებს და ცდილობენ, შეასრულონ ის განკარგულებები, რომლებსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია სასიცოცხლო ძალებს არა ქართველ ხალხთან, არამედ უცხოელ პატრონებთან ეძებს.

„ეს რადიკალური ოპოზიციური ძალები საკუთარ სასიცოცხლო ძალას ეძებენ არა საქართველოში, არა ქართველ ხალხთან და ამომრჩეველთან. ამის ნაცვლად ისინი დაიარებიან უცხოეთში, იქ, საიდანაც იღებენ ერთი მხრივ, დავალებას, სასიცოცხლო რესურსებს და ცდილობენ, შეასრულონ ის განკარგულებები, რომლებსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება რა თქმა უნდა, არც ერთ გარე ძალას არ მისცემს იმის უფლებას, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტურული მარიონეტული მთავრობა არალეგიტიმურად კვლავ დააბრუნოს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.