დავით მათიკაშვილი: მიგრაციული პრობლემა მსოფლიო გამოწვევაა და ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად ადეკვატური გავხადოთ კანონმდებლობა ამ კუთხით

დავით მათიკაშვილი

უცხოელთა დასაქმებაზე, სპეციალური უფლების მოპოვების მექანიზმი დაინერგება - „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს. ცვლილებების მიზანი, არალეგალური მიგრაციის შემცირებაა.

„მიგრაციული პრობლემა მსოფლიო გამოწვევაა და ჩვენც, საქართველოს შემთხვევაში, ვცდილობთ მაქსიმალურად ადეკვატური გავხადოთ კანონმდებლობა ამ კუთხით - დადგინდეს შესაბამისი ნებართვების გაცემა შრომითი მიგრანტებისთვის, მოხდეს ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და, შესაბამისად, წახალისება და მეტი რესურსისა და საშუალების მიცემა ადგილობრივ ბაზარზე შრომით დასაქმებაზე, ხოლო დეფიციტური პროფესიები, რისი შევსებაც ადგილობრივი შრომითი ბაზრით შეუძლებელია, შეივსოს უცხოეთიდან შემოდინებული მიგრანტებით“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.