დავით მათიკაშვილი: ის, რომ ძალიან მძიმედ იქცევა ევროკავშირის ქვეყნის ზოგიერთი ელჩი და თვითონ ევროკავშირის ელჩი, არის ფაქტი. ის, რომ ვენის კონვენცია არ აინტერესებთ და ფეხქვეშ აქვთ გათელილი, ესეც არის ხაზგასმით სათქმელი

დავით მათიკაშვილი

 ის, რომ ძალიან მძიმედ იქცევა ევროკავშირის ქვეყნის ზოგიერთი ელჩი და თვითონ ევროკავშირის ელჩი, არის ფაქტი. ის, რომ ვენის კონვენცია არ აინტერესებთ და ფეხქვეშ აქვთ გათელილი, ესეც არის ხაზგასმით სათქმელი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხვდები რადიკალებს, ხვდები გამორჩეულ ადამიანებს, რომელთა საქმიანობის მიზანსაც სრულიად არ წარმოადგენს მშვიდობიანი პროცესების წარმართვა, არამედ პირიქით. შენ, როგორც ევროკავშირის პირველი დიპლომატი საქართველოში არ ერიდები ამ მოცემულობას, არ არის შენი განცხადებებით გამიჯვნა რადიკალიზმისგან და ხელს უწყობ რადიკალიზმს, ცხადია ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მესამე დღეა ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობენ. საქმე კი სიძულვილის ენისა და ძალადობის წახალისებას ეხება. ამჯერად საუბარია ანანო ცინცაბაძეზე, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა, ფინანსდება პოლონეთიდან და კავშირები აქვს ევროკავშირის ელჩთან.