ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
რადიკალური ოპოზიცია რეიტინგულად არის განულებული ჩვენს ქვეყანაში. ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი IRI-ის კვლევებს გამოეხმაურა.
„რადიკალური ოპოზიცია რეიტინგულად არის განულებული ჩვენს ქვეყანაში. ამაზე არაერთგზის გვისაუბრია. რადიკალიზმი, ანტიქართული, ანტიქართული ქმედება, იმ პროცესებში აქტიური მონაწილეობა, რომელსაც ეროვნული ინტერესის შინაარსი არ გააჩნია, ჩვენი საზოგადოების მხრიდან იწვევს ნეგატივს, ანტაგონიზმს. ცხადზე ცხადია, რომ საზოგადოების თვალთახედვით, „ქართულ ოცნებას“ გააჩნია მაღალი რეიტინგი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
IRI-ის გამოკითხვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი აქვს, „ქართულ ოცნებას“ - 36. საერთო ჯამში კი, 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1790710427