დავით მათიკაშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს სათქმელი. პირში წყალი ჩაიგუბეს

 დავით მათიკაშვილი

მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] არაფერი აქვს სათქმელი. პირში წყალი ჩაიგუბეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება.

„მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] არაფერი აქვს სათქმელი. პირში წყალი ჩაიგუბეს და სწორედ ამით გამოხატეს ის, რომ პრემიერი პირველი წინადადებიდან ბოლომდე აბსოლუტურად მართალი იყო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.