1760972020
დავით მათიკაშვილი: გახარიას პარტიის 12 წევრი უკვე პარლამენტის წევრია, უბრალოდ ისინი სხდომებზე არ დადიოდნენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მზაკვრული შეთქმულება იყო

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლას ეხმაურება.
დეპუტატი თვლის, რომ ის, რომ გახარიას პარტიის წევრები ამ დრომდე პარლამენტში არ შედიოდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მზაკვრული შეთქმულება იყო.
„გახარიას პარტიის 12 წევრი უკვე პარლამენტის წევრია, უბრალოდ ისინი სხდომებზე არ დადიოდნენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მზაკვრული შეთქმულება იყო. მცდელობა, რომ იმ პარლამენტის საქმიანობის დელეგიტიმაცია მოეხდინათ, რომელსაც მილიონ 120 ათას ადამიანზე მეტმა დაუჭირა მხარი. ეს ღალატიც ჩავარდა, ისევე როგორც გახარიას პარტიიდან გაქცევა. ამით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება. ქვეყნის აღმშენებლობის დემოკრატიული გზა გაგრძელდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.