როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
ევრობიუროკრატებს შიდა საქმეებში ჩარევა თუ არ მოსწონთ, საკუთარ ქცევას და დამოკიდებულებას დაუკვირდნენ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან და აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არა ერთი ან ორი, არამედ ზღვა მცდელობა იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ არსებობდა, პრაქტიკულად დღეს აღარ არსებობს.
„პოლიტიკის დიდ მოთამაშეთა შორის თამაშის ახალი წესები იქმნება, მათ შორის ჩინეთთან. ვხედავთ, რომ გუშინ მყარი სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და აშშ დღეს პრაქტიკულად დაპირისპირების რეჟიმში არიან გადასული. ჩინეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით კრიტიკა, რომელსაც ვისმენდით მაშინ, როდესაც საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებდა ჩინეთთან, დასტურდება, რომ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო იყო. თვითონ ანალოგიურად ცდილობენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან დაამყარონ მჭიდრო და ახლო ურთიერთობა. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან მიმართებით გვესმოდა მუდმივი ყიჟინი ევროჩინოსნებიდან, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციიდან, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, რუსეთის ხელმძღვანელობასთან არ უნდა ყოფილიყო არანაირი მოლაპარაკება, ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ ნონგრატად ყველა მოცემულობაში. დღეს აბსოლუტურად საპირისპიროზე საუბრობენ. დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი მშვიდობის საბჭოში მიიწვია წევრად და ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტი თუ იტალიის პრემიერი ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი აუცილებელია. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ომი რომ მშვიდობით დასრულდეს, მშვიდობა მოლაპარაკების გარეშე არ ხდება. თუ ყველაფერს გააკეთებ, რომ მომლაპარაკებელთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდე, მაშინ შენი სურვილი ომის გაგრძელებაა, წარმოადგენ ომის პარტიის აქტიურ მხარდამჭერს და არ გინდა მშვიდობა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.