1757870206
დავით მათიკაშვილი ეუთო/ოდირზე: ეს არის იმ სიმართლის თქმაზე პრაქტიკულად უარი, რაც იქნებოდა აუცილებელი ისინი რომ აქ ჩამობრძანებულიყვნენ, ვინაიდან აქ დააკვირდებოდნენ არჩევნებს, ნახავდნენ რომ არანაირი პრობლემა არჩევნების კუთხით არ არის

ეს არის იმ სიმართლის თქმაზე პრაქტიკულად უარი, რაც იქნებოდა აუცილებელი ისინი რომ აქ ჩამობრძანებულიყვნენ, ვინაიდან აქ დააკვირდებოდნენ არჩევნებს, ნახავდნენ რომ არანაირი პრობლემა არჩევნების კუთხით არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო/ოდირთან დაკავშირებით.
დავით მათიკაშვილის თქმით, ბუნებრივია, მათ მოუწევდათ ამ ყველაფრის ქაღალდზე გადატანა.
„2024 წელს მიიღეს გამოცდილება, როდესაც თვითონ იმ წიაღიდან, საიდანაც არის ეუთო/ოდირი, ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია, ევროკავშირიდან, უგულებელყვეს პრაქტიკულად ის, რაც დაიწერა - სიმართლე, რომ შედგა საპარლამენტო არჩევნები, რომ ქვეყანას არჩეული ხელისუფლება ჰყავს. იყო ბულინგი, შეურაცხყოფა, იგნორირება ორგანიზაციის. პრაქტიკულად, ამ ყველაფერს მოერიდნენ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. პრაღაში არჩევნები 3 ოქტომბერს ტარდება. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.