მოსალოდნელია ძლიერი ქარი - ამინდის განახლებული პროგნოზი
1773768193
დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის შივონ მაკგარის განცხადება შეაფასა. ამ თემაზე საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.
მისი თქმით საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ვალდებულებები ჯერ კიდევ 2022 წელს აიღო. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების გვერდის ავლის კონკრეტული მტკიცებულების შემთხვევაში, ყულევის პორტს სანქციების პაკეტიდან არავინ ამოიღებდა.
„ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება ეს ავი სურვილი, საქართველოს გამოყენებისა იმ გარკვეული გეგმების ჭრილში, რაც ჯერ კიდევ თავში აქვთ იმ არაფორმალურ ძალებსა და ცხელ თავებს - რაღაც გარკვეული იქნებ მოახერხონ მაინც საქართველოში კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების რევოლუციით დემონტაჟი, იქნებ მოახერხონ ხალხის მოტყუება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ჰააგის ხსენებაც სწორედ მაგიტომ იყო. შემდგომ გაემიჯნნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ყველაფრის სურვილი ხომ ჩანს? ტყუილის მასშტაბს ხომ გრძნობს ჩვენი საზოგადოება? ამიტომაც არის, რომ ეს ტყუილი არ გასდით. არც გაუვათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზე და მოწოდების სიმაღლეზეა იმისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.