1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.
„რადიკალები აგრესიას ვერ მალავენ იმ განწყობის მიმართ, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის გაძლიერება. ყოველ მხრივ ცდილობენ ეს საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოავლინონ. მათ შორის არის ხალხის მიერ, მოქალაქეების მიერ განთავსებული ბანერების დაზიანება. კიდევ ერთხელ ამით საზოგადოებას ანახებენ თავის ჭეშმარიტ სახეს, რომ არიან არა ქვეყნის პატრიოტები, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„საქართველო აღარავის დაემონება“ - ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე ლალი კეკუაა, თუმცა ის მომხდართან კავშირს უარყოფს.