ავარია ბათუმი-გონიოს გზაზე - ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
1752596461
კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საბედნიეროდ საქართველოს მთავრობა დღეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ის ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და ეწინააღმდეგება გლობალურ ძალებს! კაია კალასის გადასაწყვეტი არ არის, როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა.
„კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს.
საბედნიეროდ საქართველოს მთავრობა დღეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ის ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და ეწინააღმდეგება გლობალურ ძალებს! არავის აქვს უფლება მუქარის ტონით და ულტიმატუმების ენით გვესაუბროს, ჩვენი სახელმწიფო სამართლიან, თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ მოპყრობას იმსახურებს! კაია კალასის გადასაწყვეტი არ არის, როგორ იმოქმედებს ქართული ოცნება, ქართულ ოცნებას და მის პოლიტიკას ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა!
კაი კალასის განცხადებაში კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს. კანდიდატის სტატუსი მონიჭებასთან დაკავშირებით მათი განცხადება გახსოვთ? ოცნება ცუდია, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო, ახლა რა შეიცვალა? ქართველი ხალხი ცუდი გახდა და უვიზო მიმოსვლას არ იმსახურებს? არც მაშინ და არც ახლა ქართველი ხალხი არავის აინტერესებს! იქნებ ახლა მაინც დარწმუნდეს რუსთველზე მყოფი კოლექტიური ევროკრეტინი, რომ მათ ატყუებენ და იყენებენ“ - წერს ჩიხელიძე.