1769010883
დავით ბერძენიშვილი დონალდ ტრამპზე: ამერიკის ყველაზე სამარცხვინო და ცალტვინა ხელისუფალი ისეთებს ბოდავს ახლა დავოსში, რომ მოსკოველი ბოროტი და ხეპრე ჩეკისტი ამასთან შედარებით თუკიდიდედაცაა და კანტიც. ევროპას ხელახლა გაალიდერებს ეს შლეგი, უკრაინაც გაუძლებს!
"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და ტრამპს "სამარცხვინო და ცალტვინა ხელისუფალს" უწოდებს.
ბერძენიშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი "აშკარად გასაკოჭია" და იმედოვნებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში ტრამპის მომხრეები უმცირესობაში იქნებიან და საბოლოოდ, მოსამართლისა და ფსიქიატრის გასარჩევი იქნება, თუ რომლის პატიმარი ან პაციენტია.
"ამერიკის ყველაზე სამარცხვინო და ცალტვინა ხელისუფალი ისეთებს ბოდავს ახლა დავოსში ისტორიაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და რაზედაც გინდა, რომ მოსკოველი ბოროტი, უვიცი და ხეპრე ჩეკისტი ამასთან შედარებით თუკიდიდედაცაა და კანტიც. აშკარად გასაკოჭია. მოვა ნოემბერი და, იმედია,კონგრესის ორივე პალატაში ამისიანები ისეთ უმცირესობაში დარჩებიან, რომ მოსამართლის და ფსიქიატრის გასარჩევი იქნება, თუ რომლის პატიმარ/პაციენტია. ევროპას( ბრიტანეთ/ კანადიდურთ და არა მარტო) ხელახლა გაალიდერებს ეს შლეგი. ზოგი ჭირი მარგებელია. უკრაინაც გაუძლებს!" - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.












