დარწმუნებული ვარ, ყველას მოუწევს აღიარება და პატივისცემა იმ გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება, ამ არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს - იონათამიშვილი

იონათამიშვილი

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს აღიარება და პატივისცემა იმ გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამ არჩევანს და გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „ჩვენი საზოგადოება ერთიანია და ეს ერთიანობა მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის, რაც ანგარიშგასაწევია“.

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ უნდა ეცადოს, ფაქტია, რომ ეს არის მცირე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც, როგორც ჩანს, ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს და აქტორები შეცდომაში შეიყვანოს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს აღიარება და პატივისცემა იმ გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამ არჩევანს და გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.