„რომ არა ისინი, ყველანი დავიღუპებოდით...“ - გადარჩენილი მგზავრი ავიაკატასტროფის დეტალებს იხსენებს
1735132964
ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმდენი რამ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ხარისხი ძალიან მაღალია და შესაბამისად, თუ ადრე შეიძლებოდა რაღაც დეზინფორმაციას მეტ-ნაკლებად აჰყოლოდა საზოგადოება, დღეს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. კახიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ, პარტნიორებთან ურთიერთობები დალაგდება.
„ასეთ ზეწოლას ქვეყნის გარედან ერთი მხრივ ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ ამომრჩეველზე, იმ მიზნისთვის რა მიზნისთვისაც კეთდება ეს განცხადებები, შედეგი ვერ ექნება, პირიქით საწინააღმდეგო შედეგის მომტანიც შეიძლება იყოს. ამ ზეწოლის უკან რაიმე ობიექტური მიზეზები რომ არსებობდეს - ეს რომ ვთქვათ, ესეც არ არსებობს. ეს ყველაფერი რატომ ხდება, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მივიღეთ? ან იმიტომ, რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, რომელმაც აჩვენა, რომ თურმე სინამდვილეში ძალიან საჭირო ყოფილა გამჭვირვალობა და არც ენჯეოების საქმიანობას შემქნია პრობლემა ხელისუფლების მხრიდან და გარდა გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა მეტი არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ამ ყველაფრის სწორ ანალიზს აკეთებს და დარწმუნებული ვარ ეს არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდება. რაც შეეხება იმას, რომ საბოლო ჯამში როგორ შეძლება მთელი ეს პროცესი დასრულდეს, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ქვეყნის გამარჯვება, რადგან წარმოუდგენლად მიმაჩნია, ის მარიონეტული ძალა რომ დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, რა უბედურება ეწევა ქვეყანას. ამიტომ ამას საზოგადოება არ დაუშვებს და არჩევნების მერე დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობები რაც გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან მალე აღდგება და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა კახიანმა.