დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს - ირაკლი კობახიძე

irakli kobaxiZe

ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში.

მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მოიგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

„ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54 %, ვფიქრობთ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.