„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველ საკითხებზე იმსჯელა.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს - 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.
კანონპროექტი სხდომაზე მუხლობრივად პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.
მისი განმარტებით, საბჭოს შექმნის თაობაზე ცვლილება, თავდაპირველად 2021 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, ამ თარიღმა შემდგომ რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო ვერსიით, 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო. მისივე თქმით, ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან მიმართებით არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს მატერიალურ - ტექნიკურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის წლიური სახსრების გამოყოფასთან.
კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, ცვლილება შედის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშება-დადგენის დროს არ იქნება გათვალისწინებული „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის.
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შედეგად შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს.