1734086254
"დარღვევებისა და გაყალბების გამოძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ, რომელშიც, მათ შორის, შევლენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები" - თინა ბოკუჩავა
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას აფასებენ პოლიტიკოსები. მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ დარღვევებზე მიმდინარე გამოძიება დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ უნდა ჩატარდეს და არა პროკურატურის მიერ.
"ყველა მტკიცებულება სახეზეა და გამოძიება არა პრეზიდენტის პრეროგატივა, ან ერთეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, არამედ პროკურატურის პრეროგატივაა. პროკურატურა მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და მიგვაჩნია, რომ საარჩევნო დარღვევებისა და ტოტალური გაყალბების გამოძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ, რომელშიც, მათ შორის, შევლენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპონენტების ამ პოზიციას მმართველი გუნდი მორიგ დასტურად მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ისინი, დესტაბილიზაციის მიზნით, მცდარი აღქმების შექმნას ცდილობენ.
პროკურატურაში აცხადებენ, გარკვეული პირები, რომლებიც ამბობენ, რომ მტკიცებულებები აქვთ, უარს აცხადებენ უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც გამოძიების პროცესებს აფერხებს.