დარეგისტრირდი Tegeta Shop-ზე და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით

დარეგისტრირდი Tegeta Shop-ზე და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან საავტომობილო პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს. გარდა ფიზიკური მაღაზიებისა, ქსელი აერთიანებს ონლაინშოპსაც, სადაც შეგიძლია, ძალიან მარტივად შეიძინო ავტო ნაწილები ონლაინ.

ონლაინშოპინგი ყველა ჩვენგანისთვის სასიამოვნო პროცესია. დღეს ვირტუალურად, ფაქტობრივად, ყველა პროდუქტისა და ნივთის შეძენა შეგიძლია.

ონლაინ მაღაზია ავტონაწილების უდიდეს არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს და აერთიანებს ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც მანქანის გამართული მუშაობისთვისაა საჭირო. აქ შეგიძლია შეიძინო: აკუმულატორები, საცხებ-საპოხი მასალები, მსუბუქი ავტომობილის ნაწილები, ფილტრები, გამაგრილებელი სითხეები, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის საბურავები და ა.შ. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ავტომობილის აქსესუარები, რომელთა ფართო ასორტიმენტსაც შეხვდები საიტზე.

tegeta online shop დაკომპლექტებულია ისეთი წამყვანი საავტომობილო ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, როგორებიცაა: BRIDGESTONE, ENERGIZER, Shell, Riken, Motul, Petronas და სხვა. გარდა ავტოპროდუქტების შეძენისა, დროის მოგების მიზნით შეგიძლია, სასურველი ავტოსერვისი ონლაინ დაჯავშნო. 

თეგეტა მომხმარებელს შეძენის ძალიან მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს. „თეგეტაშოპზე“ ყოველთვიურად მოქმედებს ფასდაკლება და სხვადასხვა შეთავაზება მრავალფეროვან საავტომობილო ასორტიმენტზე.  თეგეტას ონლაინშოპზე ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლები 25%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ყველა ტიპისა და ღირებულების პროდუქციაზე. აქციით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია მეილის მითითებით, სადაც რეგისტრაციის შემდგომ იგზავნება სპეციალური, ერთჯერადი პრომო კოდი. 
ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, თეგეტა განვადებასაც სთავაზობს მომხმარებელს. განვადებით შეგიძლია ისარგებლო, მინიმუმ, 100-ლარიან დანახარჯზე, ყველა კატეგორიაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზე. მოქმედებს თიბისისა და საქართველოს ბანკების განვადება.

მიწოდების გამარტივებული პირობები თეგეტას ონლაინმაღაზიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თბილისში მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქტი იმავე დღეს მიეწოდება, ხოლო რეგიონში - 3-5 დღეში. გარდა ამისა, არსებობს გამოუვალი სიტუაცია, როდესაც ამა თუ იმ ნაწილზეა დამოკიდებული ჩვენი ავტომობილის ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ, „თეგეტა“ ექსპრეს მიწოდების სერვისს გვთავაზობს. ექსპრეს მიწოდება ნივთის მიტანას გამზადებიდან ერთ საათში გულისხმობს, რაც ძალიან ხელსაყრელია მათთვის, ვისაც პროდუქტი სწრაფად სჭირდება.
 
Shoptegetamotors.ge-ზე მომხმარებელს მართლაც არაჩვეულებრივი ფასდაკლებები ელოდება გამარტივებული და სასიამოვნო პირობებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიე საიტზე: shoptegetamotors.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 226 44 44.