+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
ცესკო-ში შევიდა ცვლილებები, რომლებიც იმის აღიარებაა, თუ რა ფორმით მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, გაყალბების ერთ-ერთი ფორმა, რომ არ სთხოვდნენ ადამიანების პირადობის მოწმობებს და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ გაყალბების ფორმის ლეგალიზება ან კარუსელების ლეგალიზება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმამ „დამკვირვებლების ჯარის“ მზადება უნდა დაიწყოს.
„ეს არის მაჩვენებელი, რომ ძალიან ნერვიულობენ და ემზადებიან არჩევნებისთვის. ვისაც აქვს ეჭვი, რომ რაღაც მომენტში იძულებული გახდებიან, დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს, უყუროს იმას, რას აკეთებენ, რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველაფერს აზღვევენ. ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ. წინააღმდეგობის პლატფორმისთვის ეს იმის ნიშანია, რასაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ და მზადყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება, ეს არის სწორი გზა. ჩვენ ყველანი ერთად ამაში უნდა ვემზადებოდეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.