1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„საქართველოსთვის აშშ-თან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მოველით გარკვეულ გზავნილებს აშშ-ის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვაზე და სამართლიან დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში. საქართველომ წლების განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.