გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ანა წითლიძე "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას გუნდს შორის თანამშრომლობაზე საუბრობს.
თემაზე წითლიძემ კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ გახარიასთან ერთად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მუნიციპალიტეტებში კოალიციები შექმნა.
პარტია "საქართველოსთვის" ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ უარყვეს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მომავალშიც, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა, პარტია "საქართველოსთვის" წითელი ხაზია.
"ღიმილის მომგვრელია, ამაზე სერიოზულად ვერც ვუპასუხებ. ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არავითარი თანამშრომლობა, კოალიცია, ერთობა არ განიხილება. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ისევე მივიჩნევთ "ნაციონალურ მოძრაობას" რეჟიმად, როგორც გვესახება დღეს-დღეობით "ქართული ოცნება" რეჟიმად.
ვერ ვითანამშრომლებთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის არის წითელი ხაზი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.