რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის გეგმის პირველი ფაზის ტრამპის უნაუგურაციამდე დასრულების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს, ახლა ეკონომიკური კრიზისის შექმნაზე საუბრობს. რას გულისმობს გეგმა, გახარიამ განმარტებები ერთ ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მეორე ფაზა არის ეკონომიკური კრიზისი, უმართავი პროცესები ამ სფეროში, რამაც უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.
შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პარტიებშიც - გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, რომ მეორე ფაზაში იგულისხმება, ეკონომიკური წნეხი დაეკისროს პასუხისმგებელ პირებს და არა საქართველოს მოქალაქეებს და/ან საქართველოს ეკონომიკას.
"ჩვენი მთვარი ამოცანა არის, რომ წნეხი, მათ შორის ეკონომიკური იზოლაციის კუთხით, უშუალოდ დაეკისროს პასუხისმგებელ პირებს და არა საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოს ეკონომიკას. რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ წამოვიდეს სანქციებიც. ჩვენ მეორე ფაზაში, ამ ეკონომიკურ იზოლაციას როცა ვამბობთ, ამას ვგულისხმობთ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" თამაზ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დღეის მონაცემებით არის შემდეგი - უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკა არის ეკონომიკურად იზოლირებული სახელმწიფოს მაჩვენებლი, რამაც შესაძლოა ქვეყანა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს.
"ცალსახა არის ერთი, რომ დღეის მდგომარეობა, თუ შევხედავთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკას, არის კლასიკური იზოლირებული ეკონომიკურად სახელმწიფო, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. ის, რომ ლარის კურსი გაიქცევა და რაღაც მომენტში იჭერენ, არის ორი რამის შედეგი - ინტერვენციები, რომელსაც აკეთებენ და ამ ინტერვენციების მდგრადობას მხოლოდ ის განსაზღვრავს, რომ შემდგომ, მერე ჩვენს ეკონომიკაში ტრიალებს ბევრი შავი ფული", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" თამაზ დათუნაშვილი.