ჩვენი კოლეგები მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნელ-თბილ სურვილს - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, კოლეგა ოპოზიციონერები, ეტაპობრივად, გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს.

„ჩვენ, ზოგადად, ვაკვირდებით პროცესს, რაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხდება და ცოტათი იმედგაცრუებული ვართ, იმიტომ რომ თავიდან, მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგები არ მონაწილეობდნენ და მიგვაჩნდა, რომ შეიძლება რაღაც განსხვავებული არჩევნები ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მწკრივდებიან ყველა და მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნელ-თბილ სურვილს. ამიტომ, ვაკვირდებით, თუმცა ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ცხადია,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.