ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
„ჰამასის“ მაღალჩინოსანი მუჰამად მარდავი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პერსპექტივისკენ იხრება. როგორც მედია წერს, ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ის, რაც ითქვა პრესკონფერენციაზე, იხრება ისრაელის პერსპექტივისკენ; ის ახლოსაა იმასთან, რასაც ნეთანიაჰუ დაჟინებით მოითხოვს ომის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა მარდავიმ.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა მათ წერილობითი ფორმით უნდა მიიღონ, ვიდრე პასუხს გასცემენ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რასაც ისრაელის მხარე დათანხმდა.