“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
გაერო-ს ტრიბუნა იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის აქვს ძალიან ძლიერი გზავნილები იმ ხალხის მისამართით, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა.
„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ის სარგებელი, რომელიც მოაქვს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ჩვენი პრიორიტეტების განხორციელებას, გავუზიაროთ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხვორებ ჩვენს დებს და ძმებს. შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ზოგადად, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არის ცალსახად დეკლარირებული მშვიდობით და შერიგებაზეა დაფუძნებული, არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. შესაბამისად, ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა, რათა ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.