ჩვენ ვხედავთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ შუა აზია მათთვის პრიორიტეტულია - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ ვხედავთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ შუა აზია არის მათთვის პრიორიტეტული - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირი საჭიროებს ახალ პარტნიორებს ეკონომიკაში იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ადრე.

"ჩვენ ვხედავთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ შუა აზია არის მათთვის პრიორიტეტული, (ხვდებიან შუა აზია ევროკავშირისამ ერთობლივი შეხვედრა), აზერბაიჯანთან განსაკუთრებული ხაზგასმაა, რომ, გინდა თუ არა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ურთიერთობის ფორმატები და ა.შ.

ერთია, როდესაც შენ არჩევნების წინ თუ შემდეგ გინდოდა შენი პოლიტიკური არალეგიტიმური მიზნების მიღწევა არალეგიტიმური გზებით, ამან ჩაიარა, ვერ მიაღწიე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება იმიტომ, რომ ევროკავშირს დღეს სჭირდება ახალი პარტნიორები ეკონომიკაში გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო. ის პარტნიორობა, რაც მათ ჰქონდათ რუსეთთან და რომლითაც ორივე მხარე მდიდრდებოდა და კარგად ცხოვრობდა, ყოველ შემთხვევაში, კარგა ხნით ალბათ, მიუხედავად იმისა, ომი დამთავრდება თუ არ დამთავრდება მალე, ეს პარტნიორული ურთიერთობა კარგა ხანი შეჩერებული იქნება.

ამიტომ, მათთვის [ევროკავშირისთვის] ჩინეთი, შუა აზია, აზერბაიჯანის რესურსები - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ამ ყველაფრის გავლისა, არის სწორედ საქართველოზე. ჯერ მათ ლიდერებს ზოგს უჭირთ სიტყვა საქართველოს ხსენება, მაგრამ, მაგალითად, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ უფრო მეტი სითამამე გამოიჩინა და გეოგრაფიას, გეოპოლიტიკას თვალი გაუსწორა და თქვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით... ეს საკითხიც დღის წესრიგშია", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.