თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. საარჩევნო სიების წარდგენის დრო ამოწურულია. პოლიტიკოსები ცესკოში ოპოზიციის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებს კიდევ ერთხელ აფასებენ.
პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილს თქმით, მათი სია მხარდამჭერების შედგენილია.
"ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომლის სია მხარდამჭერებმა შეადგინა, რომლის სიის შედგენა დროში იყო გაწერილი და არავისთვის იყო სიურპრიზი რომელიმეს სახელი და გვარი. დანარჩენი, ყველა სია არის ბელადების მიერ დაწერილი და საბოლოო ჯამში, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად არის ამ სიაში - ბელადები, ბელადუკები, ბელადების თანამშრომლები. არანაირი შიდაპარტიული დებატები, არანაირი დისკუსიები არანაირი პრაიმერიზი. სიმართლე გითხრათ, ამ სიას რომ ვუყურებ არანაირ ემოციას არ მიჩენს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.