1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩვენი მთავარი ინტერესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ კითხვას უპასუხა.
„ჩვენ მართლაც ძალიან რთული, ემოციური დღეები გადავიტანეთ. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერეც, სიმტკიცეც და ხელისუფლების გონიერება. მე ძალიან შევეცდები, გულწრფელად და გულახდილად შევაფასო და ჩემი ერთგვარი ანალიზი გავუზიარო საზოგადოებას, თუ როგორ ვაფასებ ამ მოვლენებს. უპრიანი იქნება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ საიდან დაიწყო ეს მოვლენები, რამ განაპირობა, რა იყო მაპროვოცირებელი ამ აქციების. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კანონპროექტს, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ - უცხოური გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ დავიწყეთ სხვა ანალოგიებს შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო - აშშ, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, თუმცა ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ბრიტანეთი მუშაობს, კანადამ დაიწყო და სულ რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა, როდესაც ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვებს, ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება.
ყველაზე დიდი პარტია, EPP, იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი. რა იყო ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ მიღების მთავარი მიზანი? დეტალებში არ შევალ, დეპუტატებმა კარგად განმარტეს შინაარსი და დეტალები, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა. იცით, რომ რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბურუსით მოცული. მათი ფინანსები და აქტივობა არის გაუმჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც, თავისთავად, კარგია. ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.