GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1790173798
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მსჯავრებულის მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახველ მოპყრობას.
გიორგი პატარიძე ხაზს უსვამს, რომ მსჯავრდებულთან დაკავშირებული ვიდეომასალა გადაცემულია გამოძიებისთვის და ასევე მას გაეცნო ომბუდსმენის ოფისიც, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან კი დანაშაულის არანაირი ნიშნები არ გამოკვეთილა.
"სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები პენიტენციური სამსახურის მისამართით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი.
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მოთხოვნილი ყველა ვიდეომასალა იქნა გადაცემული ჩვენი მხრიდან. ასვე, დამატებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ შესაბამის მასალას, თუმცა, დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ანდა, თუნდაც შენიშვნა, ჩვენი მიმართულებით არ დამდგარა.
დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდადებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას ნომერ მე-6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.
აქვე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვონ ვიდეომასალები და, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე.