„ჩვენ ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები" - საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო

ფანი ლაჩკო

"დღეს ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა ფანი ლაჩკომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო "პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა".

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩეველს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია, არც ძალადობის ინციდენტები ყოფილა. პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა და დაკმაყოფილდა ყველა რელევანტური რეგულაციის კრიტერიუმი", - აღნიშნავს საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო.

ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნება" 54,23%-ით ლიდერობს.