ახალი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 35 ადამიანი ემსხვერპლა
1735129693
ჩვენ ვართ საქართველოს მსგავსი სახელმწიფო და გვწამს, რომ საერთო ევროპული მომავლისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმჩო მუცუნსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა გაფართოვდეს გეზი წარმატებული საზოგადოებისკენ.
„საქმე როდესაც საქართველოს ეხება, ჩვენ ვართ მსგავსი სახელმწიფოები, რომელთაც გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვართ ნატო-ში, მაგრამ ევროკავშირის წევრები ჯერ არ ვართ. ჩვენ გვწამს რომ საერთო ევროპული მომავალი არის ის, რისკენაც ყველა უნდა მივისწრაფოდეთ. ეს წარმაოდგენს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც წინ უნდა წავწიოთ, რათა გავაფართოოთ ჩვენი გეზი უფრო წარმატებული საზოგადოებისკენ“, – აღნიშნა მუცუნსკიმ.