ჩვენ ვართ ის საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში იყოს უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

მომავალი კვირიდან პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას ეხება. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს და რომლის ხელმძღვანელიც, სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე იქნება. მამუკა მდინარაძე, პარალელურად ვიცე-პრემიერი იქნება. მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ამ პოსტზე წარდგენილია გეკა გელაძის კანდიდატურა. საკადრო ცვლილებების შესახებ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ამ პოსტზე კი პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რეალური მიზანი უნდა იყოს ვითარება გახადოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.

"ჩვენ ამ საკითხთან გვაქვს "ხალხის ძალაში" კონსულტაციები და გვექნება "ქართულ ოცნებასთანაც". ზოგადად, ჩვენ ვართ ის საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში იყოს უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ეს არის ოპოზიციის ძირითადი მიზანი და სწორედ ამ მიზანს მივყვებით ჩვენ,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.