ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი - სიყვარულით, მშვიდობით, მეგობრობით, რაც საქართველოს არასდროს ეშლება - დრონი მიდიან, ხალხი, ხელოვნება, კულტურა რჩება - მარინა ლობჟანიძე

მარინა ლობჟანიძე

ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი - სიყვარულით, მშვიდობით, მეგობრობით, რაც საქართველოს არასდროს ეშლება და კიდევ ერთხელ - დრონი მიდიან, ხალხი, ხელოვნება, კულტურა რჩება, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მარინა ლობჟანიძემ.

იგი ბრიუსელში ლიეტუვას პრეზიდენტის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა.

„რუსეთი როგორც ჩვენთვის, მათთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნებრივია, მათთვის ხელსაყრელია, რომ აქ მეორე კონფლიქტის ზონა გაჩაღდეს, რადგან ალბათ, ბევრად უფრო გადაიწევს კონფრონტაცია მათ საზღვრებთან. ჩვენ იმდენი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, გავა წლები და კუბილიუსები და მისთანანი, არავის გაახსენდება.

მთავარი სათქმელი მაინც ხალხს ეკუთვნის და ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი - სიყვარულით, მშვიდობით, მეგობრობით, რაც საქართველოს არასდროს ეშლება და კიდევ ერთხელ - დრონი მიდიან, ხალხი, ხელოვნება, კულტურა რჩება“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

საზოგადოება „ქართული“ ბალტიისპირეთის ხალხებისადმი მიმართვას ავრცელებს და ბრიუსელში ლიეტუვას პრეზიდენტის ბოლო განცხადებას საქართველოს შიდა საქმეებში არამეგობრულ ჩარევას უწოდებს.