ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ამ შესწორების შეტანამდე პორტუგალიაში მიმდინარე ასამბლეაზე ბრიტანეთის და შტატების წარმომადგენლებმა დოკუმენტში სირიის მხარდამჭერი ჩანაწერის გაკეთება კონგრესმენ ჯო უილსონის სახელით მოითხოვეს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, უილსონის ინიციატივა შინაარსისგან იყო დაცლილი და ის ოპოზიციის წინადადებებს ლობირებდა. საბოლოოდ კი ჩანაწერი ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით გაკეთდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, თუ მმართველი გუნდი აღნიშნავდა, რომ ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნოდა.
"ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ასევე, გავაჟღერეთ ინიციატივა სირიის ხელისუფლების მიმართულებით. ძალიან კარგია, თუ ეს "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა, მაგრამ ეს არის ოპოზიციის ინიციატივა და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ასევე, გაეთვალისწინებინათ თავიანთ მიერ განცხადებულ ტექსტში, რომ ოპოზიცია იყო ამის ინიციატორი", - აღნიშნა ლანა გალდავამ.