ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
1749409244
ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია - საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან დავითაშვილმა.
მისი შეფასებით, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოვახდენთ ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ჩვენ არ შეგვიფერხებია არაფერი, ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელმაც, სამწუხაროდ, მიიღო არაორდინარული სახე - არჩევნების დასრულების შემდეგ დაცხრება ემოციები. გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც მიდიოდა და ჩვენ კიდევ გვექნება პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როგორც გვქონდა აქამდე“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.