1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თქვენ იცით, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი, ჩვენი გმირი მაშველები არიან ჩართულნი ამ სამუშაოებში. ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს ჩვენმა ქართველმა მაშველებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.
„დახმარებაზე მოგახსენეთ უკვე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 213 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 75 523 - დაშავდა.
ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 384-ს მიაღწია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.