ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიებაზე სიკორსკიმ პოლონეთის როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში პოლონეთი უზრუნველყოფს ევროკავშირის აღმოსავლეთით და სამხრეთით გაფართოების ტემპსა და ხარისხს, როგორც უკრაინის, ისე მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის კუთხით.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებას“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი ასევე იმუშავებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის გაცოცხლებაზე.
„ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ევროკომისიასთან ერთად ავაშენოთ ევროპა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს უსაფრთხოების გამოწვევებს, ძირითადად აღმოსავლეთიდან“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი ასევე სურს ევროპული დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საბჭოს შექმნა, რომელსაც ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დააფინანსებენ.