„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
მხარს არ დავუჭერთ "ოცნების" ამ შიდაპარტიულ პოლიტიკურ გადაადგილებებს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას არ ემსახურება.
"ეს კონკრეტული ცვლილება ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის და ქვეყნის სტაბილურობის გაძლიერებას, პირიქით, "ოცნებას" ამის რესურსი ფაქტობრივად აღარ დარჩა. ბუნებრივია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ "ოცნების" ამ შიდაპარტიულ პოლიტიკურ გადაადგილებებს," - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. საკითხი ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. მანამდე საპროცედურო კომიტეტმა სუს-ის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. ამავე კვირაში დეპუტატები კენჭს უყრიან ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას, რომელსაც ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ჩაუდგება სათავეში. ასევე დაიწყება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურაც. ამ თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრად კი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.