„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1736268511
ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს არჩეულ პრეზიდენტს, რომ ის საყოველთაოდ აღიარებული, უდავო თემები იყოს რეალიზებული მისი ინიციატორობით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გეგმები ვიღაცისთვის შეიძლება გასაკვირიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ეს სასიამოვნო გაკვირვება იქნება.
„ეს იქნება შესატყვისი ლეგიტიმაცია პრეზიდენტის კომპეტენციისა. მათ შორის თავად კანდიდატიც ამ კრიტერიუმით შეირჩა, რომ მას და ჩვენ გუნდში, თითოეულს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლები. არ ვიცი ეს პიროვნული ამბიციაა თუ უცხო ძალების ე.წ. „ვერბოვკის" შედეგია, თუ ყველაფერი ერთად, მაგრამ წინა ორმა პრეზიდენტმა რაღაცებს ვერ გაუძლო და კომპეტენციის ფარგლებთან დაკავშირებით წარმოდგენები სხვანაირად გადასცა საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტიებზე რომ ვსაუბრობთ, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი კომპეტენციის ფარგლები. ისეთი საინტერესო საუბრები გვაქვს ბოლო დღეების განმავლობაში, იმაზე თუ რას და როგორ აპირებს, მგონია, რომ სასიამოვნო იქნება მისი მხრიდან ისეთი თემების წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის გასაკვირიც კი იყოს. ეს გაკვირვებაც სასიამოვნო იქნება იმდენად, რამდენადაც უდავო თემებზე ისაუბრებს, ჩაუდგება ინიციატორად სათავეში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ არჩეულ პრეზიდენტს ხელს, რომ ის საყოველთაოდ აღიარებული, უდავო თემები იყოს რეალიზებული მისი ინიციატორობით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1736268511