მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები
1732795555
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა მმართველმა პარტიამ იმ მთავარი კრიტერიუმით შეარჩია, რომ იგი მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.
„ჩვენი მთავარი კრიტერიუმი, რატომაც შევარჩიეთ ეს ადამიანი, იყო ის, რომ მას პრობლემური თუ არაპრობლემური სიტუაციების დროს ემოქმედა მხოლოდ საქართველოს ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის იხელმძღვანელებს თავის საქმიანობაში მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ეს ეროვნული ინტერესები მათ შორის მოიცავს არა რადიკალიზაციის წახალისებას, არამედ პირიქით - რადიკალიზაციის შემცირებას და საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.