გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
1735237792
ტრამპის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის სავარაუდო ხელმძღვანელები აცხადებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს.
ვივეკ რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც საქართველოც იყო ნახსენები შემდეგ კონტექსტში: “ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“. “ეს ოქსი-მორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას, გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასაზღვრო კრიზისს“, – აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ, ის ამ კომენტარით ვიქტორია ნულანდის ნედის დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა.
რამასვამის განცხადებას ელონ მასკიც გამოეხმაურა, მან თქვა რომ აბსოლუტურად ეთანხმება აღნიშნულ აზრს. მასკი ასევე უხელმძღვანელებს ტრამპის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც ფული არასათანადო მიზნობრიობით მიემართება.
“კარგია, რომ აშშ-ს უმაღლესი წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ აშშ-ს დაფინანსება შესაძლოა არასათანადო მიზნებისთვის მიემართებოდეს. ჩვენ დახურულ კარს მიღმა ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით პარტნიორებთან და შემდეგ ღიადაც დავიწყეთ საუბარი, რადგან წარმოუდგენელი იყო იმ უსამართლო და არალეგიტიმური პროცესების დაფინანსება. ახლა ამაზე უკვე ელონ მასკი და ტრამპის ადმინისტრაციაც უფრო აქტიურად დაინტერესდება ალბათ ამ პროცესებით.
ჩვენ არ გვინდა საქართველო იყოს იმ ქვეყნებს შორის სადაც ფული არასათანადო მიზნებისთვის მიემართება და სადაც ფინანსდება რევოლუციები,“- აცხადებს ნინო წილოსანი.