სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
უკვე მეორე დღეა, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო გამარტივებასთან დაკავშირებით, თბილისში პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის სავარაუდო შესაძლებლობაზე საუბრობს.
"ჩნდება ეჭვი, ხომ არ იქნება აღნიშნული გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან განხორციელდეს ერთგვარი შანტაჟი მესამე სახელმწიფოებზე, მათ შორის, საქართველოზე, იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეული მითითებების თუ დირექტივების გვერდის ავლა მოხდება. ჩვენ წარსულშიც გვინახავს მთელი რიგი უსამართლო გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან - მათ შორის, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებული მათი გადაწყვეტილება," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.