პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1759173191
ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, მივყვეთ ისეთ განვითარების გზას, რომელიც ჩვენი ხალხების მიერ არის არჩეული და ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საკუთარი ძირითადი ინტერესების, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება, ხშირია მაღალი დონის ვიზიტები, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ინარჩუნებს დადებით იმპულსს. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 2.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10% წლიურ ზრდას შეადგენს. ორმა მხარემ ახლახან დაასრულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ თბილისში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესებას. ორივე მხარე აქტიურად უწყობს ხელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას და მუდმივად აღრმავებს თანამშრომლობას. წელს ჩვენი ქვეყნების განათლების სამინისტროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უმაღლესი განათლების ურთიერთაღიარების შესახებ, ჩინური ენა შეტანილია უცხო ენის სასწავლო პროგრამაში საქართველოს საჯარო სკოლებში. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება სხვადასხვა, მათ შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტრატეგიულ პარტნიორობას.
წელს, პირველი მაისის დღესასწაულის დროს, საქართველო ჩინეთის ათ ყველაზე მზარდად მოთხოვნად საზღვარგარეთულ ტურისტულ მიმართულებას შორის იყო. იმედი გვაქვს, ჩვენი ქართველი მეგობრები უფრო ხშირად ეწვევიან ჩინეთისსხვადასხვა ადგილებს და უკეთ შეიცნობენ რეალურ ჩინეთს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
ჩინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მტკიცედ ვითარდება და არსებობს თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები.
„ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ორი ქვეყნის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი გახადოს ჩვენი ხალხებისთვის.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ვუსურვებ განვითარებას, აყვავებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევას,ჩინეთს, საქართველოს და მსოფლიოს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას!გმადლობთ!”, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.