ჩემთვის პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ასეთ განცხადებას - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

"ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას", - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ, საჯარო მოხელეებს, საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ, მათი შრომა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა და მინდა ამ შრომისთვის მადლობა გადავუხადო.ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას - მათი აზრი თანაბრად პატივსაცემია. სხვა საკითხია, ვის ვეთანხმები და ვის - არა. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს, რომლებმაც დღეს, შეიძლება, პროტესტი დააფიქსირეს და ემოციური ფონის " მსხვერპლნი" არიან , ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ, არავითარი მიზეზი ჭიქაში ქარიშხლის მოწყობისთვის, ობიექტურად, არ არსებობს, ვინაიდან განუხორციელებადია ის გეგმა, რომელსაც ჰქვია, საქართველოში, "მაიდანიზაციის" განხორციელება", - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.