„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თანამდებობაზე მის წარდგენას და პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას სოციალური ქსელ X-ში ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ მისთვის არის პატივი და პრივილეგია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.
"ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში", - დაწერა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე 84 ხმით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.