"ჩემი მოლოდინია, რომ გამორიცხული არ არის ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ პარლამენტში" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის წევრები ან მათი დიდი ნაწილი პარლამენტში პირველივე სხდომაზე შევა.

მისი განმარტებით, მმართველ გუნდში არ აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, რაზეც მათ მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერილი განცხადებებიც მიუთითებს, რომლებსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია.

"ჩემი მოლოდინია, რომ გამორიცხული არ არის ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ პარლამენტში, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი, აქ 50/50-ზეა. საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად, რადგან მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. ჩვენ ასეთი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან, სწორედ იმიტომ დაწერეს განცხადებები უფლებამოსილების ცნობამდე, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.